2 წლის ბავშვი, რომელიც მდინარე ენგურში ჩავარდა, გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, ანაკლიაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარეში, თამაშის დროს ჩავარდა. ის წყლიდან მალევე ამოიყვანეს, თუმცა მას სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მცირეწლოვნის გულის ამუშავება შეძლო, რის შემდეგაც ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მოგვიანებით ბავშვის გადაყვანა ბათუმის იაშვილის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში გახდა საჭიროა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.