logo
ENG



ახალციხის საკრებულოში ენმ-ის ფრაქცია დაიშალა

09 სექ 202318:16
3 წუთის საკითხავი
clock 586
ახალციხის საკრებულოში ენმ-ის ფრაქცია დაიშალა

ახალციხის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის 6-მა წევრმა პარტია დატოვა. როგორც ისინი ამბობენ, მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ.

ფრაქციის ყოფილი წევრი, დავით ახალკაცი აცხადებს, რომ 7 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც პარტიის მენეჯმენტი შეიცვალა, ახალციხის რაიონულ ორგანიზაციასთან კომუნიკაცია არავის ჰქონია. მისივე თქმით, ისინი პარტიიდან იმიტომ გაირიყნენ, რომ ნიკა მელიას მხარდაჭერაზე პოზიცია თავიდანვე დააფიქსირეს. 

"არსებული 7 თვის განმავლობაში, ახალციხეში არსებულ ფრაქცია ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა ახალი მენეჯმენტიდან, ჩვენი განსხვავებული პოზიციების გამო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და გადავიდეთ დამოუკიდებელ დეპუტატებად [...] ახალციხის საკრებულოში ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აღარ არსებობს, საკრებულო ექვსივე წევრმა დატოვა", - ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში. 

 

 


close დახურვა