logo
ENG



მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის გამო, ბეთაშვილის ქუჩაზე გადაადგილება 2 თვით შეიზღუდება

14 სექ 202311:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/14/eyphr6jl6wgm9ed.jpg

თბილისის მერიის ინფორმაციით, ივერთუბნის დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის გამო, 14 სექტემბრიდან ორი თვის განმავლობაში, ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ბეთაშვილისა და ზამთრიანის ქუჩების კვეთიდან, ბეთაშვილისა და მერი შერვაშიძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

უწყების ცნობით, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ბეთაშვილისა და ზამთრიანის ქუჩების კვეთიდან, ნიკოლოზ ხუდადოვისა და მერი შერვაშიძის ქუჩების გამოყენებით. ასევე, იოსებ ჟორდანიას ქუჩის, მერი შერვაშიძის II შესახვევისა და მერი შერვაშიძის ქუჩის გამოყენებით.

ამასთანავე, ავტომობილები იმოძრავებენ ბეთაშვილისა და შერვაშიძის ქუჩების კვეთიდან შერვაშიძის, ხუდადოვისა და ზამთრიანის ქუჩების, შერვაშიძის ქუჩის, შერვაშიძის II შესახვევისა და იოსებ ჟორდანიას ქუჩის საშუალებით.


close დახურვა