საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
მათი ინფორმაციით, ის ნიუ იორკში, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
მათივე ინფორმაციით, ღარიბაშვილი "მაღალი დონის შეხვედრებს" გამართავს, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, ვისთან.
"სიტყვით გამოსვლამდე პრემიერმინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს", - ნათქვამია მთვრობის ინფორმაციაში.