logo
ENG



სენატორები სახდეპს საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას სთხოვენ

20 სექ 202319:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/20/s51qi3v1tsxsl59.jpg

ამერიკელი სენატორები სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას სთხოვენ.

ფორმულას ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტი, დემნა დევდარიანი ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინს ამ საკითხზე ექსკლუზიურად ესაუბრა. შაჰინი ამბობს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის არჩევანით, იმოძრაოს კიდევ უფრო ავტოკრატიული მმართველობის ფორმისკენ.

"ბოლო სანქციებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არაერთი განცხადება გავაკეთე და ჩვენ გვქონდა მოსმენაც, სადაც მე გამოვხატე ჩემი შეშფოთება საქართველოსთან მიმართებაში.

ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს ხალხს, როცა ისინი დასავლეთს შეჰყურებენ, სანამ ხელისუფლება აგრძელებს უფრო ავტოკრატიული მმართველობისკენ სვლას.

ვფიქრობ, ეს ნამდვილად შემაშფოთებელია და ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები, რათა დავეხმაროთ ქართველ ხალხს. ჩვენ ვცდილობთ წავახალისოთ სახელმწიფო დეპარტამენტი, რომ ჰქონდეს უფრო გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში", - განაცხადა მან.

ფორმულას ჟურნალისტი ამერიკელ სენატორს დახურული შეხვედრის შემდეგ ესაუბრა, რომელზეც ჯეიმს ობრაიენი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოზიციაზე დაამტკიცეს.


close დახურვა