logo
ENG



საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო

22 სექ 202315:03
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კოტე ზარნაძემ მიმართა ენმ-ის დეპუტატებს და უთხრა, რომ შუღლს აღვივებენ საზოგადოებაში, რათა მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება. მან ამის მაგალითად სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან მისი მისამართით გაკეთებული განცხადებები მოიყვანა.

"გუშინ მოვდიოდი, გვერდით ამომიდგა ორი მანქანა, სადაც ისხდნენ გარკვეული პოლიტიკური ძალის აქტივისტები, რომლებმაც დაიწყეს ჩემი მიმართულებით სალანძღავი სიტყვების ძახილი. [...] ჩემს მანქანაში ჩემი მეგობარი რომ მჯდარიყო იქ, რომელიც საერთოდ არ არის ჩახედული პოლიტიკურ ცხოვრებაში, გადახტებოდა და დაამტვრევდა კბილებს და ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირების პროვოცირება და ამისკენ მიდიხართ. შუა თითი ვაჩვენე კი არა, მაგინეს, მლანძღეს და სტიკერები დამაკრეს მეთქი. თქვენი ცინგლიანი ბავშვებით ცეცხლს ეთამაშებით მეთქი და არავინ არ აპირებს არაფრის დათმობას და ცოტა ჭკუას მოუხმონ თქვენმა ცინგლიანმა ბავშვებმა", - ასე მიმართა კოტე ზარნაძემ ენმ-ის დეპუტატებს.

კოტე ზარნაძის შემდეგ, განცხადება ენმ-ის წევრმა ირაკლი ეძგვერაძემ გააკეთა და 2020 წლის არჩევნები გაიხსენა, როდესაც ქართული ოცნების დეპუტატი კოტე ზარნაძე იყენებდა ყველა ძალას, რათა გამარჯვება მოეპოვებინა. ეძგვერაძის განცხადების შემდეგ, დარბაზში დაპირისპირება დაიწყო, როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური, რის შემდეგაც, აპარატის თანამშრომლებმა და მანდატურებმა დაპირისპირებული მხარეები გაანეიტრალა.

საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა. 


close დახურვა