logo
ENG



3 ოქტომბრიდან ნორვეგია ქვეყანაში რუსულნომრიანი მანქანების შესვლას კრძალავს

29 სექ 202319:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/29/7wdh3h2jnqmug4z.jpg

3 ოქტომბრიდან ნორვეგია ქვეყანაში რუსულნომრიანი მანქანების შესვლას კრძალავს. ამის შესახებ უკრაინული მედია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

"ნორვეგია მოკავშირეებთან და თანამოაზრეებთან ერთად რეაგირებს იმ სასტიკ ომზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მნიშვნელოვანია, რომ სანქციები ეფექტიანი იყოს, რათა რაც შეიძლება მეტი შემოსავალი აღვკვეთოთ, რომელიც რუსულ სახელმწიფოს ომის დაფინანსებისთვის სჭირდება", - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

რუსულნომრიანი მანქანების შესვლა პოლონეთმა და ფინეთმაც აკრძალეს. პოლონეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ნომრებით მსუბუქი მანქანების შესვლა 17 სექტემბრიდან აკრძალა. როგორც პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რუსეთში რეგისტრირებული სატვირთო მანქანებისთვის ასეთი შეზღუდვა უკვე მოქმედებდა.

16 სექტემბრიდან ფინეთში რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აიკრძალა. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა განაცხადა. გადაწყვეტილება ძალაში 16 სექტემბრის 00:00 საათიდან შევიდა.


close დახურვა