საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ღარიბაშვილის მეთაურობით სულ უფრო ხშირად იმეორებენ, რომ მდიდრები არიან. ამ გზით ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ და თავი გაიმართლონ ფუფუნებასთან დაკავშირებული სკანდალების გამო.
მაშინ, როცა შემოსავლები დაუსაბუთებელია და კორუფციაზე დასმული შეკითხვები პასუხგაუცემელი, მოსახლეობა კი სიღატაკეში ცხოვრობს, მმართველი პარტიასა და ხალხს შორის სოციალური უფსკრული სულ უფრო ღრმავდება.