logo
ENG



რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს

05 ოქტ 202312:21
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. შესაბამისი განცხადება ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა იზვესტიასტან ინტერვიუში გააკეთა.

ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს.

ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".

ამავე ინტერვიუში ბჟანიამ ისევ შეაქო ქართული ოცნება და მის პოლიტიკას პრაგმატული უწოდა. 

"საქართველოს მოქმედი ხელისუფება, ვგულისხმობ პრემიერმინისტრს და მის გუნდს, და არა პრეზიდენტს - ისინი პრაგმატული ადამიანები არიან", - განაცხადა ასლან ბჟანიამ. 


close დახურვა