logo
ENG



საგამოძიებო სამსახურმა პატიმრის გარდაცვალების საქმეზე ინსპექტორი ამხილა

10 ოქტ 202313:14
3 წუთის საკითხავი
 
საგამოძიებო სამსახურმა პატიმრის გარდაცვალების საქმეზე ინსპექტორი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პატიმრის გარდაცვალების საქმეზე ინსპექტორ-კონტროლიორი ამხილეს.

მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ აგვისტოს, მე-10 პენიტენციურ დაწესებულებაში, ინსპექტორ-კონტროლიორმა, რომელსაც პატიმარ გ.გ.-ს სათანადო მეთვალყურეობა ევალებოდა არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ გადაამოწმა საკნის სააბაზანო ოთახში მყოფი მსჯავრდებული.

პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილმა პატიმარმა სააბაზანოში შეტანილი ზონრის გამოყენებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება უზრუნველყო. კერძოდ, გამოიკითხა 35 პირი, დათვალიერდა №10 პენიტენციური დაწესებულება და შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, ჩატარდა კომპლექსური ქიმიური, ბიოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო, მიკრონაწილაკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები, ასევე მოპოვებული იქნა ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზ პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობისთვის, სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა