logo
ENG



განზრახ დაზიანებული მტკიცებულებები

11 ოქტ 202320:40
3 წუთის საკითხავი
 

12 წლის ანი იანუშაიტიტეს ოჯახი მიიჩნევს, რომ მტკიცებულებები განზრახ დააზიანეს. ორგანიზაცია უფლებები საქართველო სამხარაულის ბიუროს ექსპერტისთვის ბრალის წარდგენას მოითხოვს. ოჯახის აზრით, პროკურატურა პროცესს აჭიანურებს. 12 წლის გოგონა დიდ დიღომში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი მომხდარს მკვლელობას უწოდებს. მარტის შემდეგ არავინ დაუკავებიათ, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ დაზიანებულია ნივთმტკიცებულებები, რომლებსაც შესაძლოა ბავშვის სხეულზე შესაძლოა უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობა დაედგინა.


close დახურვა