logo
ENG



სექტემბერში ყველაზე მეტი თანხა, 59.47 მილიონი დოლარი, რუსეთიდან გადმოირიცხა - სებ

16 ოქტ 202320:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/16/mpfi8bdpvocy2ik.jpg

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.9 მილიონი აშშ დოლარი (751.0 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 26.7%-ით (103.3 მილიონი აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სებ-ის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.8% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე 1 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა - იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.4% მოდიოდა.

სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ამ პერიოდში რუსეთიდან გადმოირიცხა - 59.57 მილიონი დოლარი. მეორე ადგილზე იტალიაა - 43.29 მილიონი დოლარით. მესამე ადგილს იკავებს - 41.25 მილიონით, მეოთხე ადგილზე გერმანიაა - 21.14 მილიონი დოლარით, მეხუთე ადგილზე კი - საბერძნეთია 20.49 მილიონი დოლარით.


close დახურვა