ფორმულას გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის განცხადებით, ინტენსიურად მიდის საუბარი გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიაზე, რომელიც საქართველოში არჩევნების პროცესს დააკვირდება.
"ინტენსიურად მიდის საუბარი, მათ შორის, გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიაზე, რომელიც დააკვირდება საქართველოში არჩევნების პროცესს, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ არჩევნების გაყალბება არ ხდება მხოლოდ არჩევნების დღეს, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი, ამერიკა, ევროპა, ჩვენი პარტნიორები გრძელვადიანად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს საქართველოში და დააკვირდნენ იმას, რომ არ მოხდეს საქართველოში არჩევნების გაყალბება, იმიტომ, რომ რაც არ უნდა იყოს, ქართულ ოცნებას აუცილებლად სჭირდება არჩევნების ლეგიტიმაცია.~
ჯერ კიდევ, ქვეყანა არ არის გასული ყველანაირი ცივილიზებული ჩარჩოებიდან, ამიტომ, საქართველოში თუ იქნება გრძელვადიანი სადამკვირვებლო კომისია, ეს წაადგება იმას, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად [...] ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნამდვილად არ აპირებენ საქართველოს მიტოვებას". - განაცხადა მან ფორმულას ეთერში.
ტელეკომპანია ფორმულას გუნდი აშშ-ში მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.