სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მთავარ მტრად "ქვეყანაში დესტაბილიზაციის მომხრე ძალებს მიიჩნევს".
დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი მთავარი მტერი, ლილუაშვილი ამბობს - " არა მარტო".
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს მეტად გამოკვეთილი სპეციფიკა, ყველაფერზე საჯაროდ არ განაცხადოს, რასაც ფიქრობს და რა ინფორმაციაც აქვს. რუსეთი ოკუპანტია და 5 საათის განმავლობაში ვსაუბრობდი და ანგარიშიც საჯაროა, სადაც რუსეთი არის ოკუპანტი", - თქვა ლილუაშვილმა.