logo
ENG



რუსებმა ხარკივში სამოქალაქო ობიექტს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა 6 ადამიანი, 14 კი დაშავდა

22 ოქტ 202301:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/22/1w5854ln98ch8y6.png

რუსი ოკუპანტები ხარკივს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ხარკივის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსებმა რაკეტა ახალი ფოსტის ტერმინალს ესროლეს.

"ეს ჩვეულებრივი სამოქალაქო ობიექტია. სამწუხაროდ გვყავს დაღუპულები. ვუსამძიმრებ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია", - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის შეფასებით, "ტერორისტ-სახელმწიფოზე წნეხი უნდა გაიზარდოს და რუსულ ტერორს ყოველდღიური პასუხი უნდა გასცენ ფრონტის ხაზზე მიღწეული წარმატებით".

ხარკივის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაშავებულების ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

"მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ ადამიანების გადასარჩენად. ეს სამოქალაქო ობიექტი იყო. რუსები აგრძელებენ ტერორ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ", - განაცხადა სინეგუბოვმა.


close დახურვა