Საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფრიდონ ინჯიამ დღეს გამართულ სესიაზე საკმაოდ საინტერესო კითხვა დასვა — „გამოსავალი პრაქტიკულად არ ჩანს, ვერ ვხედავთ. განსაკუთრებით ახლა, ბავშვები რომ სკოლაში წავიდნენ. Ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ იქ, სადაც შეიძლება ჩქაროსნულ მაგისტრალებზე, ის შეზღუდვა, რომელიც არის 110 კილომეტრი საათში, გაიზარდოს ამ პერიოდში 130 კილომეტრ საათამდე?”.
ჩვენც ბევრი ვიფიქრეთ და დედაქალაქსა თუ სხვა რეგიონებში არსებული საცობების მწვავე პრობლემის მოსაგვარებლად ფრიდონ ინჯიასეული 9 გამოსავალი მოვიფიქრეთ:
წითელზე გავლა
ზებრაზე ქვეითებისთვის გზის არ დათმობა
ღვედის გაკეთებაში დროის არ დაკარგვა
იქ დაპარკინგება, სადაც მოგვიხერხდება
ავტობუსის ზოლის ათვისება
ცალმხრივ გზებზე (ისევ და ისევ ამ პერიოდში) ორმხრივი მოძრაობის დაშვება
ტროტუარების გაუქმება და ამ სივრცის გზებზე მიმატება
არავის დაჯარიმება, რადგან ამაშიც გვარიანად ბევრი დრო მიდის
პირველივე დარღვევაზე მძღოლებისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევა