logo
ENG



9 დეკემბერს ნორმანდიული სამიტი იკრიბება

07 დეკ 201920:50
3 წუთის საკითხავი
 
5dk8astpzvsmyc0.jpg

რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები, ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად, ორშაბათს, პარიზში შეიკრიბებიან. სამიტის მთავარი მიზანი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში 5-წლიანი კონფლიქტის დასრულებაა, რომელსაც 14 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მოლაპარაკებების წინ ვლადიმერ ზელენსკი დონეცკში ჩავიდა და პრორუს სეპარატისტებთან მებრძოლი უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა.

ვლადიმერ პუტინი აპირებს, რომ ნორმანდიული სამიტი, მინსკის შეთანხმების შესრულების მიზნით, უკრაინაზე ზეწოლის გასაძლიერებლად გამოიყენოს. ოფიციალურმა მოსკოვმა უკვე გააფრთხილა კიევი, რომ დოკუმენტში რაიმე სახის ცვლილებას არ დაუშვებს. 

უკრაინის კრიზისის იყო ბრატისლავაში ეუთოს ორდღიანი მინისტერიალის ერთ-ერთი მთავარი თემაც. ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, კონფლიქტის მოგვარება ეუთოს უმთავრესი პრიორიტეტია.

ხვალ კიევში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს პარტია და სხვა ოპოზიციური გაერთიანებები მასშტაბურ საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ. ნორმანდიულ სამიტამდე ერთი დღით ადრე ვლადიმერ ზელენსკის მაიდნიდან გააფრთხილებენ, რომ ვლადიმერ პუტინთან ნებისმიერი სახის დათმობაზე წასვლა უკრაინის ღალატი იქნება. 


close დახურვა