logo
ENG



9 დათქმა - შეხვედრა პარლამენტში

16 თებ 202420:32
3 წუთის საკითხავი
 

8-საათიანი შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდა. ოცნება არ აპირებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას ამჯერად ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით. უცვლელი რჩება ბიუროს ხელმძღვანელის შერჩევის წესი და თანამდებობას ინარჩუნებს ღარიბაშვილის დანიშნული რაჟდენ კუპრაშვილი. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ვენეციის კომისიას ეთანხმება, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს პრემიერის დანიშნული პირი არ უნდა ხელმძღვანელობდეს. ოპონენტებს ჰქონდათ შეთავაზებები, მათ შორის სწორედ ანტიკორუფციულ ბიუროზეც, რომ ზედამხედველობა პარლამენტში გადმოსულიყო. ინიციატივები ოცნებისთვის მიუღებელია, ამასთან, შეხვედრაზე მონაწილეები ივანიშვილის პარტიამ ისევ შერჩევითად მიიწვია.

 


close დახურვა