9 მეხანძრე დაშავდა ფლორიდაში გემზე მომხდარი აფეთქების შედეგად. სამაშველო ჯგუფი ხომალდზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად გამოიძახეს, აფეთქება კი დაახლოებით სამი საათის შემდეგ მოხდა.
9-ვე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ეკიპაჟის 20-ზე მეტმა წევრმა კი ბორტი აფეთქებამდე დატოვა. ნორვეგიული გემი ძველი მანქანებით იყო დატვირთული და ინციდენტის დროს ქალაქ ჯექსონვილის დასატოვებლად ემზადებოდა.