logo
ENG



9 ნოემბერს თბილისის ნაწილს შუქი გაეთიშება - ქუჩების ჩამონათვალი

09 ნოე 202200:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/09/0sduldkv36pn916.jpg

კომპანია თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 9 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, საბურთალოს და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.  

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კისისხევის, რევაზ ურიდიას, გრიგორ (გრიშა) ბიჩინაშვილის, ცოტნე დადიანის, წაღვერის, წრომის, ქებურიას, რევაზ ინანიშვილის, ძმობის, ეკა ბეჟანიშვილის, ნათაძის, ავთანდილ ღოღობერიძის, ღრმაღელის, კნოლევის, თამაზ ტოროშელიძის, ქართველიშვილის და ქსოვრელის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I, III კვარტლების, მეტრომშენის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჭრელაშვილის, ბოჭორმის, დოლაბაურის, მესხეთის, მთისძირის, ტვიშის, უშაკოვის, ყვარლის, შალვა მშველიძის და ზურაბ პატარიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყიფშიძის და ფალიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლევის, ალექსანდრე დიუმას, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვერცხლის, იეთიმ გურჯის, შოთა ნიშნიანიძის, ნაკაშიძეების და კახი კავსაძის ქუჩების მოსახლეობას.  

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კედიას ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ბარალეთის და ლიბანის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, არგვეთის, გოგი ზაზიშვილის, ცოტნე დადიანის, გრომოვის, ზაქრაძის, აჭარის, წყაროს, სარკინეთის,ზაქარია ვეშაპურის, სოლომონ ქურდიანის, აგარის, აფხაზეთის, არჩილ ქურდიანის, სამშვილდეს, იონა მეუნარგიას და გიორგი გურგენიძის ქუჩების მოსახლეობას.


close დახურვა