მსხვილი ევროპული პოლიტიკური ჯგუფი ნიკა გვარამიას გათავისუფლებას მოითხოვს. გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია ახლავე - ამ სიტყვებით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი ევროპისთვის. ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ თავისუფალი პრესის გარეშე ევროინტეგრაცია შეუძლებელია.
ALDE-ს გზავნილები კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერისა. გვარამიას გათავისუფლების მოწოდებები ღარიბაშვილს ელექტრონულ ფოსტაზე მიუვა. ქართული ოცნება პარტნიორებზე ტრადიციულად გაღიზიანებულია.