logo
ENG



ALDE-ს პრეზიდენტი ღარიბაშვილს: იმუშავეთ ოპოზიციასთან, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნების თარიღი

22 თებ 202119:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/22/d4wekonapbfofeo.jpg

ALDE-ს პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს და ოპოზიციასთან დიალოგის გამართვისკენ, ასევე ახალი არჩევნების თარიღის დანიშვნისკენ მოუწოდებს.   

როგორც ჰანს ვან ბაალენი წერს, ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია და კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი სწორედ მოლაპარაკებებია. 

"პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა წინა პარასკევს, არის აშკარა დასტური იმისა, რომ საქართველოში პოსტსაარჩევნო კრიზისის პრაქტიკული მოგვარება ახლა უფრო გადაუდებელია, ვიდრე ოდესმე - შემდეგი ნაბიჯები საჭიროებს ჩართულობასა და გამოსვლას პოლიტიკური ჩიხიდან, და არა შემდეგი სადამსჯელო ქმედებებს ოპოზიციის წევრების მისამართით. ვარ ლიბერალი და საქართველოს მხარდამჭერი. როგორც Liberal International-ის საპატიო პრეზიდენტი და ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტი, ევროპის პარტიიდან შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ კონტინეტს სჭირდება ძლიერი, უფრო დემოკრატიული საქართველო.

საქართველო სადაც ჟღერს განსხვავებული აზრი, ხოლო პოლიტიკური განსხვავებები პარლამენტში გვარდება, და არა სასამართლოში ოპოზიციონერი ფიგურების დაუსაბუთებელი დაკავებით. ახლა არის დეესკალაციისა და დიალოგის დრო და არა შემდგომი ურთიერთბრალდებების. მომავალ კვირაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტამდე, მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და იმუშაონ ერთად, რომ დაინიშნოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ახალი არჩევნების თარიღი", - ნათქვამია ჰანს ვან ბაალენის განცხადებაში. 


close დახურვა