logo
ENG



AP: აშშ უკრაინას კიდევ 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს

28 ოქტ 202208:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/28/y2x9c6b0jupjghs.jpg

პენტაგონი უკრაინას ახალ, 275 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ Associated Press-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა წერს, რომ დახმარების პაკეტი არ მოიცავს ახალ შეიარაღებას და ის მიმართულია უკრაინისთვის უკვე გაგზავნილი იარაღის სისტემების საბრძოლო მასალის მიწოდებისკენ, მათ შორის HIMARS-თვის, რომლებსაც უკრაინული არმია წარმატებით იყენებს რუსეთის ჯარებზე კონტრშეტევისას.

Associated Press-ის ინფორმაციით, აშშ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ ოფიციალურად დღეს, 28 ოქტომბერს გამოაცხადებს.

 


close დახურვა