logo
ENG



AP: სლოვაკეთის პრემიერმინისტრის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა

08 მარ 202513:30
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/08/q0xtdhmhun5pwyj.jpg

სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა  Associated Press-ი ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ფიცოს პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ.

ამასთან, მოქალაქეებში პროტესტი გამოიწვია რობერტ ფიცოს განცხადებამ, სადაც მან თქვა, რომ სლოვაკეთმა შესაძლოა ევროკავშირისა და NATO-ს დატოვება განიხილოს.

გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციები სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავასა და 40-ზე მეტ ქალაქში გაიმართა.


close დახურვა