მალტის ეროვნული ავიაკომპანია Air Malta ფინანსური პრობლემების გამო გაკოტრდა. ავიაკომპანია ბოლო ფრენას 30 მარტს შეასრულებს, შემდეგ არსებობას შეწყვეტს, 31 მარტიდან მას კი ავიაკომპანია KM Malta Airlines ჩაანაცვლებს.
ბოლო მონაცემებით, Air Malta 37 მიმართულებით დაფრინავს, ახალი ავიაკომპანია კი მათგან მხოლოდ 17 მიმართულებას შეინარჩუნებს, ესენია: ამსტერდამი, ბერლინი, ბრიუსელი, კატანია, დიუსელდორფი, ლონდონის გეთვიკი, ლონდონის ჰითროუ, ლიონი, მადრიდი, მილანი, მიუნხენი, პარიზი შარლ დე გოლი, პარიზი ორლი, პრაღა, რომი, ვენა და ციურიხი.
Air Malta-ს ცნობით, ყველას, ვისაც ბილეთები 31 მარტს ან მის შემდეგ თარიღებში აქვთ შეძენილი, თანხას სრულად დაუბრუნებენ.