logo
ENG



Alaska Airlines-ის თვითმფრინავს ფრენისას კორპუსის ნაწილი მოსძვრა

06 იან 202414:49
3 წუთის საკითხავი
 

Alaska Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავმა ფრენის შესრულებისას კორპუსის ნაწილი დაკარგა.

უფრო კონკრეტულად, Boeing 737 Max 9-ს გარე ნაწილი და ფანჯარა მოსძვრა, რის გამოც, აფრენიდან 35 წუთში პორტლენდის აეროპორტში მოუწია დაბრუნება.

Alaska Airlines-ის განცხადებით, ინციდენტისას ბორტზე ჯამში 177 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა და არცერთი მათგანი არ დაშავებულა.

მათივე ცნობით, ავიახაზები ინსპექტირების ჩატარების მიზნით, 737 Max 9 ტიპის 65 თვითმფრინავის გამოყენებას დროებით შეაჩერებს.


close დახურვა