logo
ENG



Amnesty International: რუსი სამხედროები უკრაინაში არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს

25 თებ 202220:13
3 წუთის საკითხავი
 
Amnesty International: რუსი სამხედროები უკრაინაში არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს
Photo: ARIS MESSINIS/AFP via Getty Images

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, Amnesty International აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად დაირღვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები.

ორგანიზაციის განცხადებით, რუსი სამხედროები უკრაინაში თავდასხმებს განურჩევლად ახორციელებენ. Amnesty International ამბობს, რომ მოხდა, სულ მცირე, 3 შემთხვევა, როცა დაიღუპა, სულ მცირე, 6 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 12.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსგავსი განურჩეველი თავდასხმები არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს (ომის კანონებს) და შეიძლება იყოს ომის დანაშაული. გარდა ამისა, რუსეთის მტკიცება, რომ იყენებს ზუსტად მართვად იარაღს, უეჭველად მცდარია.

"რუსის ჯარმა უგულებელყო სამოქალაქო პირების სიცოცხლე ბალისტური რაკეტების და სხვა ასაფეთქებელი იარაღის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ფართო გამოყენებით. 

ზოგიერთი ასეთი თავდასხმა შეიძლება იყოს ომის დანაშაული. 

რუსეთის მთავრობამ, რომელიც იტყუება და ამტკიცებს, რომ იყენებს ზუსტი მართვის იარაღს, ამ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს". - აცხადებს ორგანიზაციის გენერალური მდივანი, აგნეს კალამარდი

ორგანიზაცია აცხადებს: 

"რუსულმა ჯარებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ განურჩეველი თავდასხმები ომის კანონების დარღვევით. უპატიებელია ბალისტიკური რაკეტების და სხვა არაზუსტი ფეთქებადი იარაღის გამოყენების გაგრძელება, რაც იწვევს მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილს და მათი ჯანმრთელობის დაზიანებას"

განურჩეველი თავდასხმები 

Amnesty International-ის ჯგუფმა ციფრული მტკიცებულებები გააანალიზა - ფოტოები, ვიდეოები და სატელიტით გადაღებული ფოტოები. მათზე ის თავდასხმებია ასახული, რომელიც 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ საათებში მოხდა. თავდასხმებს ადგილი ჰქონდა ვუჰლედარში, ხარკოვსა და უმანში.

მომაკვდინებელი თავდასხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:30 -ზე მოხდა. ბალისტიკური ბომბი დონეცკის რეგიონში, ვუჰლედარში, საავადმყოფოს შენობასთან ჩამოვარდა. დაიღუპა 4 სამოქალაქო პირი, დაიჭრა 10-ზე მეტი. ადგილობრივი წყაროების ცნობით, მოკლეს 2 ქალი და 2 კაცი. დაშავებულთა შორის 6 - საავადმყოფოს თანამშრომელი იყო. Amnesty International-ის იარაღის ექსპერტმა გამოავლინა, რომ გამოყენებული ბომბი იყო 9M79 Tochka ბაკლისტიკური ბომბი. ეს იარაღი განსაკუთრებით არაზუსტია და მუდმივად ცდება სამიზნეს დაახლოებით ნახევარი კილომეტრით. 

ორგანიზაცია წერს, რომ ასეთი იარაღი არასდროს უნდა იქნას გამოყენებული დასახლებულ ადგილებში. 

კიდევ ერთი თავდასხმა დაახლოებით დილის 8 საათზე მოხდა ჩრდილოეთ უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში. 

სავარაუდო სამიზნე იყო ახლომდებარე საავიაცო ბაზა, მაგრამ ამის ნაცვლად იარაღი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რამაც ხანძარი და მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი გამოიწვია. დაშავდა სულ მცირე, 2 ქალი. 

გარდა ამისა, Amnesty International მიუთითებს, რომ გაეროს გენერალური ასამბლეა სასწრფოდ უნდა შეიკრიბოს

"თუ უშიშროების საბჭოს არ შეუძლია მოქმედება ვეტოს გამო, საკითხი ყველა წევრმა უნდა გადაწყვიტოს". - აცხადებს ორგანიზაცია. 


close დახურვა