კინოთეატრ „ამირანთან“ გამართული ჰომოფობიური აქციის ორ მონაწილეს ბრალი წარედგინა. საქმე ეხება ფილმის And Then We Danced-ის ჩვენების დროს კინოთეატრის წინ გამართულ აქციას, რა დროსაც აგრესიული ჯგუფების წარმომადგენლები მოქალაქეებსა და სამაართალდამცველებს სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ.
როგორც „ფორმულას“ პროკურატურაში განუცხადეს, აღნიშნულ საქმეზე გ.ო.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა ბრალი. მეორე დაკავებულს, გ.მ.-ს კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა.