logo
ENG



And Then We Danced-ის წინააღმდეგ გამართული აქციის ორ მონაწილეს ბრალი წარუდგინეს

18 დეკ 201919:03
3 წუთის საკითხავი
 
e4jige01nh5apn4.jpg

კინოთეატრ „ამირანთან“ გამართული ჰომოფობიური აქციის ორ მონაწილეს ბრალი წარედგინა. საქმე ეხება ფილმის And Then We Danced-ის ჩვენების დროს კინოთეატრის წინ გამართულ აქციას, რა დროსაც აგრესიული ჯგუფების წარმომადგენლები მოქალაქეებსა და სამაართალდამცველებს სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ.

როგორც „ფორმულას“ პროკურატურაში განუცხადეს, აღნიშნულ საქმეზე გ.ო.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა ბრალი. მეორე დაკავებულს, გ.მ.-ს კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა.


close დახურვა