logo
ENG



Anonymous-მა რუსეთის და ბელარუსის მთავრობების და კომპანიების 1 500 ვებ-გვერდი დაბლოკა

01 მარ 202201:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/qrb5g75h94b7iqc.jpg

ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous-მა უკრაინსი მხარდასაჭერად, რუსეთისა და ბელარუსის მთავრობების, კომპანიების, სახელმწიფო არსებისა და ბანკების 1 500 ვებ-გვერდი დაბლოკა. 

დაჯგუფების ცნობით, საიტები ბოლო 72 საათში დაიბლოკა. 

უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous რუსეთის ხელისუფლებასთან კიბერ ომში ჩაერთო.

Anonymous საერთაშორისო ჰაკერული დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს წარმოიშვა და აერთიანებს ჰაქტივისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. დაჯგუფება ცნობილი გახდა სამთავრობო, რელიგიურ და მსხვილ კორპორაციულ საიტებზე თავდასხმის შემდეგ.


close დახურვა