logo
ENG



Anonymous-მა რუსული ცენტრალური ბანკი დაჰაკა

24 მარ 202218:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/24/s4659pv5tspiq6w.jpg

ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous-მა რუსული ცენტრალური ბანკი დაჰაკა.

როგორც დაჯგუფება წერს, ისინი 35 000 საიდუმლო შეთანხმებას 48 საათის განმავლობაში გაასაჯაროებს.

უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous რუსეთის ხელისუფლებასთან კიბერ ომში ჩაერთო. 26 თებერვალს დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მოიპოვა და გაავრცელა დაახლოებით 200 გიგაბაიტის მოცულობის ელექტრონული მეილები ბელარუსის იარაღის მწარმოებელი Tetraedr-სგან. მათი თქმით, ეს ის კომპანიაა, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრაში ლოჯისტიკურ დახმარებას უწევდა და მათგან აქვთ შეძენილი ის ჭურვები, რომლებიც ახლა უკრაინაში ცვივა.

27 თებერვალს დაჯგუფებამ ჩეჩნეთის მთავრობის ვებსაიტი დაბლოკა. მოგვიანებით, 1-ელ მარტს Anonymous-მა რუსეთის და ბელარუსის მთავრობების და კომპანიების 1 500 ვებ-გვერდი დაბლოკა. 5 მარტს კი Anonymous-მა რუსეთის საიდუმლო სამსახურის ვებ-გვერდი დაჰაკა

Anonymous საერთაშორისო ჰაკერული დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს წარმოიშვა და აერთიანებს ჰაქტივისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. დაჯგუფება ცნობილი გახდა სამთავრობო, რელიგიურ და მსხვილ კორპორაციულ საიტებზე თავდასხმის შემდეგ.

 


close დახურვა