logo
ENG



Anonymus-მა რუსეთის სამთავრობო საიტები გათიშა

26 თებ 202220:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/26/3eh0ap15u4iy8x3.png

ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymus-მა რუსეთის სამთავრობო საიტები გათიშა.

საუბარია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე, ასევე მთავრობის, დუმის, ფედერაციის საბჭოს და როსკომნადზორის [კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახური] საიტებზე. 

"Anonymous-ს აქვს უწყვეტი ოპერაციები იმისათვის, რომ .ru-ს სამთავრობო ვებსაიტები გაითიშოს და ინფორმაცია მიაწოდოს რუს ხალხს, რომ მათ პუტინის სახელმწიფო ცენზურის მანქანისგან თავისუფლად ყოფნა შეუძლიათ. ჩვენ ასევე გვაქვს უწყვეტი ოპერაციები, რათა შევინარჩუნოთ უკრაინელი ხალხი ონლაინ რეჟიმში, როგორც შეგვიძლია", - წერს Anonymous-ი. 

უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous რუსეთის ხელისუფლებასთან კიბერ ომში ჩაერთო.

Anonymous საერთაშორისო ჰაკერული დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს წარმოიშვა და აერთიანებს ჰაქტივისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. დაჯგუფება ცნობილი გახდა სამთავრობო, რელიგიურ და მსხვილ კორპორაციულ საიტებზე თავდასხმის შემდეგ.


close დახურვა