logo
ENG



Apple-მა ანექსირებული ყირიმი რუსეთის ტერიტორიას მიაკუთვნა

27 ნოე 201921:31
3 წუთის საკითხავი
 
ml13h1olv3nlt0i.jpg

 

კომპანია Apple-მა ანექსირებული ყირიმი რუსეთის ტერიტორიას მიაკუთვნა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედიასაშუალების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, ანექსირებული ყირიმი კომპანიის რუკასა და ამინდის პროგნოზის აპლიკასიაში რუსეთის შემადგენლობაში გამოჩნდება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ რუსეთის შემადგენლობაში ანექსირებული ყურიმი მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის დროს გამოჩნდება, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შესვლის შემთხვევაში ის არც ერთ ქვეყანასთან ასოცირებული არ არის. BBC-ის ცნობით, Apple-ს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.  

 


close დახურვა