ოთხშაბათს თეთრი სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ აშშ გააძლიერებს ძალისხმევას ირანის მიერ ჩინეთში ნავთობის ექსპორტის შემცირების მიმართულებით. ამის შესახებ Axios-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა ირანის წინააღმდეგ „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკის გაგრძელებაზე იმსჯელეს, მათ შორის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდების შეზღუდვა დასახელდა.
მედიის ცნობით, ჩინეთი ირანული ნავთობის მთავარი მყიდველია და მისი ექსპორტის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ბაზარზე მოდის. შესაბამისად, ამ არხის შემცირება თეირანისთვის ენერგორესურსებიდან მიღებულ შემოსავლებს სერიოზულად შეამცირებს.
ამასთან, გასულ კვირას ომანის შუამავლობით ამერიკელმა და ირანელმა დიპლომატებმა კონსულტაციები გამართეს. ეს შეხვედრა გაიმართა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა რეგიონში დამატებითი საზღვაო ძალები განათავსა.
