„BAFTA TV Awards“-ის დაჯილდოება წელს ონლაინ რეჟიმში გაიმართება და მას მაყურებელი არ დაესწრება. ღონისძიება, რომელიც 17 მაისს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო 31 ივლისისთვის გადადეს.
დასახელდა ნომინანტებიც. HBO-ს მინი-სერიალი „ჩერნობილი“ ყველაზე მეტ 14 ნომინაციაშია დასახელებული. ლიდერთა შორისაა „ნეტფლიქსის“ ისტორიული დრამა „გვირგვინიც“.
საუკეთესო უცხოური სერიალის ნომინაციაში „როდესაც ისინი გვხედავენ“, „ეიფორია“, „მემკვიდრეობა“ და „დაუჯერებელი“ დაასახელეს.
ცერემონია დახურულ სტუდიაში გაიმართება. გამარჯვებულები კი ჯილდოს ვირტუალურად მიიღებენ.