logo
ENG



BBC: აშშ და უკრაინა მინერალების შეთანხმებას ხელს, სავარაუდოდ, დღეს მოაწერენ

30 აპრ 202522:44
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/30/pyxi4ch7isvm78c.png

აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალების შესახებ შეთანხმება თითქმის მზადაა — ორივე მხარე მზადყოფნას აცხადებს, რომ დოკუმენტს დღეს მოაწეროს ხელი, - ამის შესახებ BBC იუწყება.

უკრაინის ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო უკვე ვაშინგტონისკენ მიემართება, ხოლო პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა აღნიშნა, რომ ბოლო დეტალები მუშავდება და შეთანხმება 24 საათში გაფორმდება.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მას შემდეგ, რაც გარკვეული „ბოლო წუთის ცვლილებები“ შევა.

შეთანხმების გაფორმების შემდეგ, დოკუმენტი რატიფიცირებისთვის უკრაინის პარლამენტს გადაეგზავნება.


close დახურვა