logo

BBC: ბრაზილიაში ჩინური კოვიდვაქცინის კვლევამ 50,4%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

13 იან 202109:39
3 წუთის საკითხავი
clock 132

BBC-ის ინფორმაციით, ჩინური კომპანია სინოვაკის კოვიდვაქცინამ ბრაზილიაში ჩატარებული კლინიკური კვლევებისას 50,4%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. შედეგით ჩანს, რომ ვაქცინა წინა კვლევასთან შედარებით, გაცილებით ნაკლებეფექტიანია, თუმცა მარეგულირებელი ორგანოს დამტკიცებისთვის საჭიროა 50%-ზე მეტი ეფექტიანობის მაჩვენებელი.

ჩინური სინოვაკი ბეიჯინგში დაფუძნებული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც იკვლევს ვაქცინა "კორონავაკს" (CoronaVac). 

გასულ კვირას ბრაზილიაში, ბუტანტანის ინსტიტუტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ სინოვაკს 78%-იანი ეფექტიანობა აქვს ინფიცირების მსუბუქ და მწვავე შემთხვევებში. მოგვიანებით, მათ გაარკვიეს, რომ მონაცემები არასრულყოფილი იყო. მათი თქმით, ყველაფრის ჩათვლით, ეფექტიანობა 50,4%-ია.

სინოვაკის კვლევებმა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა შედეგი აჩვენა. გასულ თვეში თურქმა მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ ის 91,25%-ით ეფექტიანია, ინდონეზიაში კი, სადაც მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, თქვეს, რომ სინოვაკი 65,3%-ით ეფექტიანია. ორივე, ვაქცინის გვიანი ეტაპის ცდის შუალედური შედეგი იყო.

 

close დახურვა