logo
ENG



BBC: სლოვაკეთიდან რუსი დიპლომატების გაძევება ბერლინში ხანგოშვილის მკვლელობას უკავშირდება

11 აგვ 202012:42
3 წუთის საკითხავი
 
di8wks5umimv5bl.jpg

გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, სლოვაკეთი რუსეთის საელჩოს სამ თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრიტანული მედიის ცნობით, დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების მიზეზად ხელისუფლებამ სლოვაკეთის ვიზების ბოროტად გამოყენება დაასახელა.

BBC-ის ინფორმაციით, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა განაცხადა, რომ საელჩოს თანამშრომლის საქმიანობა, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წლის ზაფხულში მოკლეს. დაკავებულ ბრალდებულს გერმანიის პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად 18 ივნისს წაუყენა და მკვლელობის დაკვეთაში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები დაადანაშაულა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შემდეგ გერმანიაში რუსეთის ელჩი ბერლინს, ახალი სანქციების დაწესების შემთვევაში, საპასუხო რეაგირებით დაემუქრა.


close დახურვა