დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სავარიანტი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ჯანდაცვის მდივანზე, მეტ ჰენკოკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჰენკოკის თქმით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი 1000-ზე მეტი შემთხვევა ქვეყნის დახლოებით 60-მდე რეგიონში გამოვლინდა.
როგორც ჰენკოკმა აღნიშნა, ვირუსის ახალი ვარიანტის თაობაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია უკვე ინფორმირებულია. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიტანელი სპეციალისტები კვლევებს უკვე ატარებენ.
ჯანდაცვის მდივანი ამბობს, რომ გასულ კვირას ლონდონში, კენტში, ესექსის ნაწილსა და ჰერტფორდშირში შემთხვევების სწრაფი ზრდა დააფიქსირეს.
მისი თქმით, "არაფერი იძლევა იმის საბაბს, რომ ვირუსის ამ ვარიანტს შეუძლია სერიოზული დაავადების გამოწვევა ან ის, რომ ვაქცინა მასზე არ იმუშავებს".