BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება იმისთვის, რომ ვაგნერის სამხედრო კოლონის მოსკოვში შესვლა შენელდეს, მოსკოვის მოსაზღვრე რეგიონებში გზებზე მოძრაობას აფერხებს, კეტავს ან ზოგ შემთხვევაში გზებს ანგრევს.
BBC-ის გუნდმა დაადასტურა იმ ვიდეოს ნამდვილობა, სადაც ჩანს რომ მძიმე ტექნიკა და ტრაქტორებს იყენებენ იმისთვის, რომ ლიპეცკის რეგიონში მოსკოვისკენ მიმავალი გზა დააზიანონ.
ინფორმაცია, რომ ვაგნერის ჯგუფის სამხედრო კოლონა ლიპეცკის რეგიონში გადაადგილდება, ლიპეცკის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმაც დაადასტურა.
მანამდე გამოცემა BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის ჯავშანტრანსპორტის კოლონა მოსკოვის სამხრეთით შენიშნეს.
BBC-ის გუნდმა დაადასტურა იმ ვიდეოს ნამდვილობა, რომელშიც ჩანს როგორ მიემართება ვაგნერის ჯგუფის საბრძოლო ტრანსპორტი M4 მაგისტრალზე, რომელიც ვორონეჟს მოსკოვთან აკავშირებს. გამოცემის ცნობით, ეს გზა ლიპეცკის რეგიონზე გადის.