logo
ENG



BBC: ირანში საპროტესტო აქციებზე უსაფრთხოების ძალებმა 2 არასრულწლოვანი მოკლეს

18 ნოე 202201:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/18/jq240pacxhfyr6m.jpg

BBC-ის ცნობით, ირანში ქალაქ იზეჰში ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე უსაფრთხოების ძალებმა 2 არასრულწლოვანი მოკლეს.

წყარო გამოცემას უყვება, რომ უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა აქტივისტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 9 წლის კიან პირფალაკი და 14 წლის სეფერ მაღსუდი  დაიღუპნენ.

BBC-ის თქმით, 16 ნოემბერს ირანში საპროტესტო აქციებზე პოლიციის მხრიდან ცეცხლს, სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა.

ირანის სახელწმიფო მედია Irna კი აცხადებს, რომ იზეჰში ადგილობრივი დროით 17:30 საათზე ორი შეიარაღებული ადამიანი მოტოციკლით გადაადგილებოდა და აქტივისტებსა და უსაფრთხოების პერსონალს თავს ესხმოდა.

მათი თქმით, ეს "ტერორისტული აქტი" იყო, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 9 წლის ბავშვი და ქალიც. Irna აცხადებს, რომ შემთხვევის შედეგად დაიღუპა 3 პოლიციელი, რამდენიმე კი დაშავდა.

ამ ინფორმაციას უარყოფენ ოპოზიციური აქტივისტები და დამოუკიდებელი ორგანიზაციები.

დაღუპული 9 წლის ბავშვის ოჯაახთან დაახლოებული წყარო გამოცემას უყვება, რომ ბავშვი მამასთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა როცა მათ უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს. კიანს ტყვია გულში მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.

მეორე დაღუპული მოზარდის ოჯახი კი BBC-სთან აცხადებს, რომ იზეჰში პროტესტისას მას პოლიციამ თავში ესროლა. წყარო გამოცემას ასევე უყვება, რომ ბიჭის ცხედარი უსაფრთხოების ძალებმა ადგილობრივი მორგიდან მოიპარეს.

ირანის ადამიანის უფლებათა აქტივისტევის საინფორმაციო სააგენტოს (HRANA)-ს ცნობით, საერთო ჯამში სულ მცირე 362 აქტივისტი, მათ შორის 56 ბავშვი დაიღუპა და 16 000 ადამიანი დააკავეს ირანში მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას.


close დახურვა