BBC 9 აპრილს ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით გამართულ აქციას ეხმაურება.
გამოცემა წერს, რომ "ათასობით დემონსტრანტმა კვირას საქართველოს პარლამენტის წინ ქვეყნის ხელისუფლებისადმი მზარდი წინააღმდეგობის ფონზე აქცია გამართა".
გამოცემა წერს, რომ აქციის მონაწილეები მმართველ პარტიას რუსეთის ზეწოლის ქვეშ ყოფნაში, დემოკრატიიდან უკანდახევაში, ოპონენტების დაკავებასა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობაში ადანაშაულებენ.
"კვირას, აქციის მონაწილეებმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები აწიეს და უზარმაზარი ბანერი, რომელზეც ეწერა: "ევროპული მომავლისთვის".
საზოგადოება საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. მთავრობა ამბობს, რომ ქვეყნის ბლოკში გაწევრიანების წინადადების ერთგული რჩება, მაგრამ ოპონენტები ამბობენ, რომ მათი ქმედებები ზიანს აყენებს საქართველოს [ევროკავშირში] გაწევრიანების შანსს" - წერს გამოცემა.
გარდა ამისა, სტატიაში საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც.
"აქცია მთავარი ოპოზიციური პარტიის მიერ, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გაიმართა.
სააკაშვილი, რომელიც ორი ვადით იყო პრეზიდენტი 2004-დან 2013 წლამდე, ამჟამად იხდის ექვსწლიან პატიმრობას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, თუმცა საერთაშორისო უფლებადამცველმა ჯგუფებმა დაგმეს მისი დაპატიმრება და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიეს"- ნათქვამია სტატიაში.