logo
ENG



BILD: გერმანიის თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

14 იან 202311:14
3 წუთის საკითხავი
clock 413
2023/01/14/4jt7snoq65zza1s.jpg

გერმანული გამოცემა BILD რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრი, ქრისტინ ლამბრეხტი თანამდებობას ტოვებს. მედია აღნიშნავს, რომ პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მან თავად მიიღო.

Reuters კი წერს, რომ ლამბრეხტი თანამდებობას ოფიციალურად მომავალ კვირას დატოვებს - გამოცემას სამთავრობო წყარო უყვება, რომ მან კანცლერ ოლაფ შოლცს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა. თუმცა გავრცელებულ ცნობებს არ ადასტურებს თავდაცვის სამინისტრო და აცხადებს, რომ ეს "ჭორია", რომელზეც კომენტარს არ გააკეთებენ.

როგორც მედიები წერენ, რამდენიმე სავარაუდო კანდიდატზე უკვე მსჯელობენ, მათ შორის არიან სამხედრო კომისარი ევა ჰოგლი, შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი ლარს კლინგბეილი და შრომის მინისტრი ჰუბერტუს ჰეილი.


close დახურვა