logo
ENG



BILD: შტაინმაიერი კიევში ჩასვლას გეგმავდა, თუმცა ზელენსკიმ მასთან შეხვედრა არ ისურვა

12 აპრ 202220:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/12/caa5pm27pxju22c.png

გერმანული გამოცემა BILD-ის ცნობით, გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი კიევში ჩასვლას გეგმავდა, "როგორც ძლიერი ნიშანი", თუმცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ არ ისურვა მასთან შეხვედრა. 

"ამისთვის მზად ვიყავი, მაგრამ ცხადია - და უნდა ვაღიარო - ეს არ სურდათ კიევში", - ციტირებს გამოცემა შტაინმაიერს. 

როგორ BILD წერს, შტაინმაიერს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან ბოლო წლებში. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, მას მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთანაც.

შტაინმაიერი ასევე იყო Nord Stream 2 გაზსადენის დიდი მხარდამჭერი და მიიჩნევა, როგორც გერმანიის ფედერალური მთავრობის რუსეთისადმი მეგობრული პოლიტიკის შემქმნელად.

 


close დახურვა