logo
ENG



Bauhaus დაკარგულ თანამშრომლებზე: სიახლე არ გვაქვს, ისევ ვეძებთ

17 აგვ 202011:26
3 წუთის საკითხავი
 

Bauhaus Bar აცხადებს, რომ დაკარგული ორი თანამშრომლის შესახებ ამ დრომდე ახალი ინფორმაცია არ შეუტყვიათ.  

"მეგობრებო, ჯერ სიახლე არ გვაქვს, ისევ ვეძებთ. აუცილებლად დავწერთ აქ, როგორც კი რამეს შევიტყობთ. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის", - წერია ბარის Facebook-ზე. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ფორმულას განუცხადეს, რომ მაშველები ჩართული არიან წყალზე საძიებო სამშაოებში. ადგილზე მობილიზებულია 8 კაციანი სამაშველო ჯგუფი, ასევე, სპეც-კატერი ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას. უწყებაში აცხადებენ, რომ მტკვარში ძიების დავალება მათ გამოძიებისგან მიიღეს.
ბაუჰაუსში განაცხადეს, რომ გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი 15 აგვისტოს ღამის 5 საათზე გავიდნენ ბარიდან, თუმცა მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაუჰაუსის 2 თანამშრომლის დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.


close დახურვა