ფორმულას ინფორმაციით, Bauhaus Bar-ის მიმდებარედ მტკვრიდან ცხედარი ამოასვენეს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. ცხედარი ჯერჯერობით იდენთიფიცირებული არ არის.
Bauhaus Bar-ის თანამშრომლები, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი 15 აგვისტოს ღამის 5 საათზე გავიდნენ ბარიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.
განახლება:
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მტკვარში Bauhaus Bar-იდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.