logo
ENG



Bellingcat-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, რუსეთს უკრაინაში თავისი პრემიერის დანიშვნა უნდა

07 მარ 202221:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/07/ke9ybday0horv2c.jpeg

Bellingcat-ის გამომძიებელი ჟურნალისტი კრისტო გროზევი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი უკრაინისგან ახალი პირობის შესრულებას ითხოვს. კერძოდ, რუსეთს სურს, რომ უკრაინამ ოკუპირებული დონბასის [ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკები] დამოუკიდებლობა აღიაროს, ასევე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყოს ფორმალური პრეზიდენტი, ხოლო პრემიერმინისტრის თანამდებობა რუსმა იური ბოიკომ დაიკავოს.

ასევე რუსეთის მოთხოვნებში შედის ანექსირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება. ჟურნალისტის თქმით, ზელენსკიმ ეს პირობები უარყო.

"ორმა ადამიანმა, ვინც მოლაპარაკებებთან არის დაკავშირებული მითხრა, რომ რუსეთმა შემდეგი პირობები წამოაყენა: ზელენსკი რჩება ფორმალურ პრეზიდენტად, თუმცა რუსეთი დანიშნავს ბოიკოს პრემიერმინისტრად. უკრაინა აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას, ასევე ყირიმს და არავიტარი ნატო. ზელენსკიმ მათ კატეგორიული უარი უთხრა", - წერს ჟურნალისტი.

ამ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "საზოგადოებამ არ უნდა მიაქციას ყურადღება სხვადასხვა ტოქსიკურ გვარებს, როგორიცაა იანუკოვიჩი, ბოიკო, მურაევი, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია უგუნურად ასახელებს". 

24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ დროისთვის დაღუპულია უკრაინელი, ასობით სამოქალაქო და სამხედრო პირი. ლტოლვილად იქცა მილიონზე მეტი მოქალაქე. რუსეთი რამდენიმე ქალაქს უტევს. რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა, თუმცა უშედეგოდ.


close დახურვა