logo
ENG



Black Panther-ის ვარსკვლავი ჩედვიკ ბოუსმენი 43 წლის ასაკში სიმსივნეთი გარდაიცვალა

29 აგვ 202011:56
3 წუთის საკითხავი
clock 751

Black Panther-ის ვარკსვლავი, ამერიკელი მსახიობი ჩედვიკ ბოუსმენი 43 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. 

ბოუსმენი, რომელსაც 2016 წლიდან მსხვილი ნაწლავის სიმსივნე სჭირდა, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ განცხადება ბოუსმენის ტვიტერის ანგარიშზე გუშინ, 28 აგვისტოს გამოქვეყნდა. 

"ნამდვილი მებრძოლი, რომელმაც ყველაფერს გაუძლო და თქვენთვის ის ფილმები შექმნა, რომლებიც ასე გიყვართ", - ვკითხულობთ ტვიტში

ფილმ "Black Panther"-ში King T'challa-ის როლის შესრულებით, ბოუსმენი "შავკანიანთა ძლიერების" მსოფლიო სახედ იქცა. "როლი ბოუსმენისთვის დიდი პატივი იყო", - წერს ოჯახი. 

ბოუსმენი ასევე ცნობილია ფილმებით "Get on Up", "42", "21 Bridges" და ა.შ.

Black Panther იყო პირველი ფილმი სუპერგმირების შესახებ, რომელიც ოსკარზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში იყო წარდგენილი.

 

 


close დახურვა