Black Panther-ის ვარკსვლავი, ამერიკელი მსახიობი ჩედვიკ ბოუსმენი 43 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.
ბოუსმენი, რომელსაც 2016 წლიდან მსხვილი ნაწლავის სიმსივნე სჭირდა, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ განცხადება ბოუსმენის ტვიტერის ანგარიშზე გუშინ, 28 აგვისტოს გამოქვეყნდა.
"ნამდვილი მებრძოლი, რომელმაც ყველაფერს გაუძლო და თქვენთვის ის ფილმები შექმნა, რომლებიც ასე გიყვართ", - ვკითხულობთ ტვიტში.
ფილმ "Black Panther"-ში King T'challa-ის როლის შესრულებით, ბოუსმენი "შავკანიანთა ძლიერების" მსოფლიო სახედ იქცა. "როლი ბოუსმენისთვის დიდი პატივი იყო", - წერს ოჯახი.
ბოუსმენი ასევე ცნობილია ფილმებით "Get on Up", "42", "21 Bridges" და ა.შ.
Black Panther იყო პირველი ფილმი სუპერგმირების შესახებ, რომელიც ოსკარზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში იყო წარდგენილი.