logo
ENG



Bloomberg: თურქეთის პარლამენტი მიმდინარე კვირაში კენჭს უყრის შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას

22 იან 202422:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/22/2o43ipk40r8ueap.jpeg

თურქეთის პარლამენტი მიმდინარე კვირას კენჭს უყრის შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს. ინფორმაციას Bloomberg-ი ხელისუფლების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც ანონიმურად დარჩენა მოითხოვა.

თურქეთის პარლამენტში უმრავლესობას პრეზიდენტ რეჯეპ ტაიფ ერდოღანის პარტია წარმოადგენს, ამიტომ მოსალოდნელია რომ განაცხადი დაკმაყოფილდება.

***

გასული წლის 10 ივლისს თურქეთი შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას დათანხმდა. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა, თუ ევროპა გზას გახსნის ევროკავშირში მათ გასაწევრიანებლად. ევროპელმა ლიდერებმა ერდოღანის სურვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროცესია.

მანამდე ერდოღანი შვედეთისთვის საბოლოო თანხმობის მიცემას იმ მიზეზით აყოვნებდა, რომ მისი თქმით, ისინი ქურთ მებრძოლებს ეფექტურად არ ეწინააღმდეგებიან, რასაც ანკარა საფრთხედ მიიჩნევს.


close დახურვა